გასულ კვირას სამეცნიერო ფესტივალStarmus V-ზე, ბრაიან ინოს გაწეული სამეცნიერო კომუნიკაციისთვის სტივენ ჰოკინგის სახელობის მედალი გადასცეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა, მუსიკოსს კიდევ ერთი პატივი ერგო - სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი სახელის მატარებელი ასტეროიდი ნამდვილად არსებობს.

შეგიძლიათ ამ ასტეროიდს ძველი სახელი - 81948 (2000 OM69) უწოდოთ, თუმცა - ბრაინ პიტერ ჯორჯ ჟან ლე ბატისტ დე ლა სალე ინო უფრო იოლი წარმოსათქმელია. მოკლედ კი შეგიძლიათ უბრალოდ ინო დაუძახოთ.

ბრიან ინო ამ ყველაფერთან ერთად ახალ ტრეკს Capsule გვიზიარებს, რომელიც 1983 წელს დენიელ ლანოსთან და როჯერ ინოსთან კოლაბორაციის - Apollo: Atmospheres and Soundtracks-ის უფრო ვრცელი ვერსიაა.