ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს რეგიონების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით განახლებას. 27 ივნისს მოძრაობის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

"ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს. დღეს იმერეთს, პატარა ხარაგაულს, ვესტუმრეთ და ახალი წიგნები ჩავიტანეთ. ეკვილიბრიუმი მთელი ზაფხულის განმავლობაში არაერთ რეგიონს ეწვევა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით ჩაიტანს წიგნებს", — აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერია გალფი.