გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ შეუძლოდ გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას კანცლერმა კანკალი დაიწყო.

მერკელის პრესმდივანმა განაცხადა, რომ კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია და ყველა ღონისძიება, მათ შორის G20-ის სამიტი იაპონიაში განრიგის მიხედვით ჩატარდება.

მსგავსი შემთხვევა ანგელა მერკელს ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას. მაშინაც მერკელი ძლიერად კანკალებდა. შემდგომში მერკელმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია და შეუძლოდ ძლიერი სიცხისა და გაუწყლოების გამო გახდა.