ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო დებატებზე დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა შეახსენა მისი სიტყვები, რომ "ჰილარის საპრეზიდენტო გარეგნობა არ ჰქონდა". ტრამპმა თავის დაძვრენის მიზნით აღნიშნა, რომ ჰილარის საკმარისი გამძლეობა არ აქვს, რომ პრეზიდენტი გახდეს და თავის სიტყვებში ის სწორედ ამას გულისხმობდა.

"She doesn't have the stamina!" - თქვა ტრამპმა რამდენჯერმე.

ტრამპის სიტყვები კიდევ ერთხელ შემობრუნდა ჰილარის სასარგებლოდ. ავსტრალიელმა მომღერალმა სიამ მისი ბოლოს გამოსულ სიმღერა The Greatest-დან მისამღერი "Oh, oh, I got the stamina" (მე ძლიერი ვარ) ჰილარის სპეციალური ვიდეოთი მიუძღვნა და ამერიკის პრეზიდენტობის პირველ ქალ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"როდესაც ტრამპი 112 ქვეყანაში იმოგზაურებს, გამართავს მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე, მშვიდობის დასამყარებლად, დისიდენტების გასათავისუფლებლად, გახსნის ახალ შესაძლებლობებს ერებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ან უბრალოდ 11 საათის განმავლობაში უპასუხებს კონგრესის კითხვებს, ამის შემდეგ მას ექნება უფლება, მელაპარაკოს ამტანობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე" - მისთვის დამახასიათებელი კლასით უპასუხა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპის შეფასებას.