საქართველოს პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერდა. მისი განმატებით, ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

პარლამენტის წევრის განცხადებით, მან ხმა მისცა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს.

საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, რომ ნიკა მელია დაიჭირონ. რომან კაკულია ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც კენჭშისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. მასთან ერთად პოზიცია არ დააფიქსირეს ქართული ოცნების დეპუტატებმა, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა.