ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მას არ აქვს მორალური უფლება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან იმ სხდომაზე განაცხადა, სადაც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე და პროკურატურისთვის მისი დაპატიმრების უფლების მიცემის საკითხი განხიილება.

"მე მხარს დავუჭერდი ინკციატივას, რომლითაც ყველას შეგვიჩერდებოდა იმუნიტეტი და ყველა თანაბარ პირობებში ვიქნებოდით. მაგრამ გადაწყვეტილებას შეეზეუდოს ნიკა მელიას იმუნიტეტი და ჩვენ დაგვრჩეს იქნება დისკრიმინაციული. მე არ მაქვს მორალური უფლება ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი და გადავცე ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლოს", — განაცხადა დეპუტატმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

დღეს, საქართველოს პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობს. პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რომელსაც მელიას დაკავება 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სურს.