20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი ქართუ დააფინანსებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ფონდი დააფინანსებს როგორ მკურნალობას, ისე რეაბილიტაციას.

როგორც ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში სამკურნალოდ ორი სამართალდამცავი გაემგზავრა. ერთ თვალის სერიოზული დაზიანება აღენიშნება, ხოლო მეორეს თავის ტრავმა.

ამასთანავე მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა 18 წლის მაკო გომური, რომელმაც რეზინის ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა. უახლოეს პერიოდში ამავე კლინიკაში იმკურნალებს კიდევ ერთი პაციენტი, რომელმაც, ასევე, დაშლის დრო თვალი დაკარგა.

სამი პაციენტი გაემგზავრა ისრაელში. სავარაუდოდ, რეაბილიტაციისთვის ისრაელში გაემგზავრება ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამ დრომდე უგონოდ იყო, თუმცა ამჟამად კონტაქტურია და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.