ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,8470 ლარს გაუტოლდა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც და ერთი ევროს ღირებულება 3,2356 ლარს გაუტოლდა.

26 ივნისს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.,0137 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0,0096 თეთრით გაუფასურდა.

27 ივნისს ლარის საშუალო საბაზრო ღირებულება 2,8550 ლარი იქნება, ხოლო ევროსი 3,24 ლარი. აქამდე ლარის კურსის ანტირეკორდი გუშინ, 25 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსმა 2,8333 ლარი შეადგინა.