მხატვარი და მოქანდაკე რობოტი Ai-Da საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მართავს
ხელოვნური ინტელექტის მქონე არტისტების რიცხვს მხატვარი და მოქანდაკე ჰუმანოიდი რობოტი - Ai-Da შეემატა
ჩვენ უკვე ვიცნობთ კომპოზიტორ AIVA-ს, ხელოვნურ ინტელექტს, რომელმაც სულ ახლახანს ანტონინ დვორჟაკის მიერ დაწყებული ნამუშევარი დაასრულა და თავის ნაშრომს პრაღის ფილარმონიაში წარადგენს.
დროა გავიცნოთ ჰუმანოიდი რობოტი Ai-Da, რომელიც ვიზუალური ხელოვნების დარგში მოღვაწეობს. ბრიტანეთში 12 ივისიდან 6 ივლისამდე მისი ნახატების და ქანდაკებების გამოფენა იმართება.
Ai-Da-ს სახელი მოწინავე მეცნიერის, ადა ლოვალეზის საპატივცემულოდ ჰქვია.
ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტს, რომელიც გალერეის დირექტორის, აიდენ მელერის გამოგონებაა, შეუძლია ცხოვრებისეული ნივთების დახატვა, რისთვისაც იყენებს მასში ჩამონტაჟებულ კამერას, მექანიკურ ხელს და ალგორითმს, რომელიც მისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს.
ნივთის დასახატად, პირველ რიგში, კამერა ანალიზს უკეთებს მის წინ მდებარე საგანს და ქმნის მის ვირტუალურ ნახაზს ალგორითმისთვის, რომელიც წარმოშობს რეალურ სივრცით კოორდინატებს რობოტის ხელისთვის.
სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მეშვეობით, Ai-Da-ს ადამიანების პორტრეტების ხატვაც შეუძლია, რისთვისაც ის, პირველ რიგში, მათ ნაკვეთებს ასკანერებს თვალებში ჩამონტაჟებული კამერების მეშვეობით, რობოტული ხელის დახმარებით კი ეს ფურცელზე გადააქვს.
ფერწერული ტილოების შესაქმნელად Ai-Da-ს ნახატები გადააქვთ AI ალგორითმში და ის თავისი შემოქმედების აბსტრაქტულ ვერსიებს ქმნის.
ფუტკრის ქანდაკების შესაქმნელად Ai-Da-მ გამოიყენა მის მიერ დასკანერებული ნამდვილი ფუტკრის ნახაზები, რაც შემდეგ 3D პრინტერის მეშვეობით "გამოიძერწა".
ფუტკრის დასკანერების შედეგად დეფორმირებული ფორმები მოგვიანებით შვედმა მეცნიერებმა დაარენდერეს, 3D პრინტერის მეშვეობით კი შექმნეს ცვილის ფიგურა, რომლითაც ბრინჯაოს ფიგურა ჩამოასხეს.
ფოტო: Nicky Johnston
გამოფენა, სახელად Unsecured Futures (დაუცველი მომავალი) Ai-Da-ს პერფორმანსსაც მოიცავს. ის გამოფენაზე ფანქრით სკეჩების ხატვას, შემდეგ კი საღებავებს და თიხასაც გამოიყენებს.
"გამოფენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ურთიერთობას ტექნოლოგიებთან და ბუნებრივ სამყაროსთან - წარმოდგენილი იქნება თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთდროულად იყოს პროგრესული, პრობლემური და გამანადგურებელი ძალა ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ჰუმანოიდი რობოტი, ის თავადაა ხელოვნების ნიმუში, რომელიც წარმოშობს კითხვებს ბიოტექნოლოგიებთან და ტრანს-ჰუმანიზმთან დაკავშირებით", — აცხადებენ გალერეაში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები