იაპონური ანიმაცია Spirited Away ჩინური ბოქს ოფისის ლიდერია. პირველი კვირის შემოსავლით მან დისნეის Toy Story 4-საც კი გადაუსწრო. ჩინეთის უდიდესი ბილეთების გამყიდველი კომპანიის მიხედვით, სტუდია Ghibli-ის ფილმმა $27,7 მილიონი მოაგროვა. Toy Story 4 -ის პირველი კვირის შემოსავალი კი მხოლოდ $13,2 მილიონია.

Spirited Away ოფიციალურად მსოფლიოს მასშტაბით 2001 წელს გამოვიდა. ჩინეთში კი ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა, 18 წლის შემდეგ მოხდა. თუმცა, ჩინელ მაყურებლებს შორის მაინც არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ფილმის DVD და პირატული ვერსიები აქვს ნანახი.

ჰაიაო მიაძაკის ანიმეს ჟანრის ფილმი, ახალგაზრდა გოგონას შესახებ გვიყვება, რომელიც ფანტასტიკურ სამყაროში მას შემდეგ მოხვდება, რაც მშობლებთან ერთად მიტოვებულ გასართობ პარკს ესტუმრება. ფილმი სტუდია გჰიბლისთვის გამოსვლიდან დღემდე ყველაზე მაღალშემოსავლიან, საკულტო ნამუშევრად რჩება. Spirited Away პირველი უცხოენოვანი ანიმაციური ფილმია, რომელმაც ოსკარი მოიგო.