Mothercare თბილისის გუნდი უერთდება ინიციატივას იმისთვის, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში ტურისტული სეზონი არ დააზარალოს.

გუნდის ყველა თანამშრომელი მიმდინარე ზაფხულს საქართველოში დარჩება დასასვენებლად. ამასთან, კომპანია თავად იზრუნებს იმაზე, რომ თანამშრომლებმა დაუვიწყარი დღეები გაატარონ საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში.

"ჩვენ პატარა კომპანია ვართ - სულ 30 თანამშრომელი. თუმცა, ინიციატივა ვფიქრობ სხვებისთვის, მათ შორის, მსხვილი კონმპანიებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება. მომდევნო კვირაში ყველა თანამშრომელი მარტვილში გაემგზავრება რამდენიმე დღით დასასვენებლად. ვფიქრობ, ასობით ქართულ კომპანიას შესწევს ძალა საკუთარი გუნდი დაასვენოს საქართველოში და ეს კარგ საქმესთან ერთად სასარგებლოც იქნება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის. მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ ინიციატივას ჩაუყარა საფძველი და თავადაც საქართველოში რჩება ამ ტურისტულ სეზონზე" - ამბობს Mothercare-ს ფრანჩაიზ კომპანიის, "საბაჰ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი, ოთარ ქირია.