პოპულარული კომედიური სერიალი ოფისი ნეტფლიქსს 2020 წელს, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. 2021 წლიდან კი სერიალის ყველა სეზონი ახალ სტრიმინგ სერვისზე იქნება ხელმისაწვდომი, რომლის გახსნაც სერიალის მშობლიურმა სტუდიამ - NBCUniversal-მა უკვე დააანონსა.

გავრცელებული ცნობებით, ტელე-სერიალის დისტრიბუციის უფლებებზე რამდენიმე კომპანია იბრძოდა. ნეტფლიქსი $90 მილიონს იხდიდა, თუმცა NBC-მ ბიჯი 10 მილიონით გაზარდა და სერიალზე უფლებები $100 მილიონად დაიბრუნა.

ოფისი პოპკულტურის ნაწილი გახდა და იმ იშვიათ მარგალიტს წარმოადგენს, რომლის აქტუალურობაც დროთა განმავლობაში იზრდება, იმის მიუხედავად, რომ ფანებს უფრო მეტი და მეტი არჩევანი აქვთ გასართობად. ერთი სული გვაქვს Dunder Mifflin-ის გუნდს NBCUniversal-ის ახალ სტრიმინგ სერვისზე ვუმასპინძლოთ

განაცხადა ბონი ჰამერმა, რომელიც ენბისი უნივერსალის სამომხმარებლო ციფრული წარმოების თავმჯდომარეა.