იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე, სადაც ნაციონალური მოძრობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას განიხილავენ, ამავე პარტიის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ მიკროფონი კითხვის დასრულებამდე გაუთიშეს. მან აღნიშნა, რომ თუ მიკროფონს კიდევ გაუთიშავდნენ, ჩათვლიდა, რომ შეგნებულად არ აძლევდნენ აზრის გამოთქმის საშუალებას.

გოცირიძის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: "მადლობა, ბატონო რომან, რომ აღიარებთ ყველას საშალებას, გამოთქვათ საკუთარი აზრი". ოხანაშვილს კი გოცირიძემ უპასუხა: "ბატონო ანრი, აი, ახლა თქვენ ისეთი სისულელე თქვით, აგერ ბატონ კარლო კოპალიანსაც გაეცინა, არ თქვათ მეორედ". გოცირიძემ განმარტა, რომ კოპალიანი არასდროს იცინის.

კომიტეტების სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ადევნეთ თვალი პირდაპირ ეთერს სხდომიდან.

20 ივნისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებასთან დაკავშირებით გუშინ, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

ამავე თემაზე: