იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე მხარი დაუჭირეს საქართველოს პროკურატურის მიმართვას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

პროკურატურის მიმართვას საპროცედურო კომიტეტიდან მხარი ქართული ოცნების 7-მა დეპუტატმა დაუჭირა, ესენია:

  • გაგა კახიანი;
  • სოფო კილაძე;
  • შალვა კიკნაველიძე;
  • კარლო კოპალიანი;
  • ენძელა მაჭავარიანი;
  • გურამ მაჭარაშვილი;
  • ივლიანე წულაია.

წინააღმდეგი ევროპული საქართველოს დეპუტატი, ხათუნა გოგორიშვილი იყო.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტს არ ესწრებოდა ეკა ბესელია და ალექსანდრე ერქვანია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი ქართული ოცნების 9 დეპუტატმა დაუჭირა. ესენია:

  1. ვანო ზარდიაშვილი;
  2. გიორგი ხატიძე;
  3. გოგა გულორდავა;
  4. დავით მათიკაშვილი;
  5. რატი იონათამაშვილი;
  6. ანრი ოხანაშვილი;
  7. დაჩი ბერაია;
  8. მამუკა მდინარაძე;
  9. გურამ მაჭარაშვილი.

წინააღმდეგი კი 3 დეპუტატი იყო. ესენია: გიორგი ღვინიაშვილი, ოთარ კახიძე და ირაკლი აბესაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ ესწრებოდა ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე და გია მიქელაძე.

პროცედურის მიხედვით, საკითხი კომიტეტების დასკვნებით ბიუროს წარედგინება და შემდგომ, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას მანდატის შეჩერებასა და პატიმრობის ნებართვას დამსწრეთა ხმების უმრავლესობა სჭირდება, თუმცა ეს ხმები პარლამენტის დეპუტატების საერთო ოდენობის 1/3-ს უნდა აღემატებოდეს.