ზეპირად ვენდობით, ნოტარიუსები ვართ ანუ? — კახიძე მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე მტკიცებულებების გარეშე მსჯელობაზე
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ დეპუტატებს პროკურატურის მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აქვთ. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარეს ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთო კობახიძემ მიმართა.
"პატივცემულმა წარმომადგენელმა პროკურატურის გვითხრა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ნიკა მელიამ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, მაგრამ დეპუტატებს ისევ არ გვაქვს ეს მტკიცებულებები", — განაცხადა მან.
პასუხად, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, გაგა კახიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა და "იგივე წრეზე" არ უნდა წავიდნენ. მისი თქმით, დეპუტატებმა უნდა დასვან კითხვები პროკურორს და მიიღებენ პასუხებს. განხილვაში ჩაერთო კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მტკიცებულებების მოკვლევა პარლამენტის ლეგიტიმაცია არ არის.
"ჩვენ ხო არა ვართ სასამართლო, რომ გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები და პროცესი წარვმართოთ, თითქოს სასამართლოში ვართ", — განაცხადა ოხანაშვილმა, მის პასუხად კი კობახიძემ თქვა:
"ანუ, ზეპირად ვენდობით, ნოტარიუსები ვართ ანუ? იქნება იტყუება? ეს ზეპირი პროცესია? მართლა ტროიკა ხო არ არის, არ გამაგიჟოთ ახლა. მამუკა, მტკიცებულებები არ გვჭირდება, თანხმობა ისე უნდა მივცეთ? ანუ ზეპირად ვენდობით, რასაც გვეუბნება პროკურატურა?".
პარლამენტში მელიას იმუნიტეტის საკითხის განხილვა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ადევნეთ თვალი პირდაპირ ეთერს კომიტეტების სხდომიდან.
20 ივნისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებასთან დაკავშირებით გუშინ, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები