პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით არ იღებენ.

"რაც მოხდა მძიმე ფაქტი ყველამ ვიხილეთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება მგრძნობიარეა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია პროკურატურას, რომ დავინახოთ, რეალურად, რა ერთობლიობაში იდგება ამ პასუხისმგებლობის საკითხი", — უთხრა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.

20 ივნისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებასთან დაკავშირებით გუშინ, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.