ევროპული საქართველოს დეპუტატი კაკო ბობოხიძე მოუწოდებს ქართული ოცნების დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურის მიმართვას.

მისი თქმით, თუ პარლამენტში მომხდარ ამბებზე და თბილისის ქუჩებში მომხდარ ამბებზე, პარლამენტის წევრებს ეკისრებოდათ ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ გადაწყვეტილებაზე თითოეულ დეპუტატს, რომელიც ხმას მისცემენ, დაეკისრებათ პიროვნული, სახელით და გვარებით პასუხიმგებლობა.

"მათ ეს პასუხიმგებლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ. მე 7 ნოემბერს პრობლემა მქონდა პირველ რიგში საკუთარ ოჯახთან, საკუთარ მეგობრებთან, შვილებთან, მაგრამ მაშინ ისინი პატარები იყვნენ და მე შევძელი და გადავლახე ოჯახური პრობლემა. დღევანდელ დეპუტატებს ზრდასრული შვილები გყავთ და მე დარწმუნებული ვარ ისინი ამ პრობლემას საკუთარ ოჯახში ვერ გადალახავენ და კარგად დაფიქრდნენ, იქ პარლამენტის გარეთ არ დგანან ჩემი და ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის შვილები, იქ დგას ჩვენი ყველას შვილები და მე უამრავი ქართული ოცნების მომხრე შვილი დავინახე საპროტესტო მოედანზე და ამ გადაწყვეტილებით კარგად დაფიქრდნენ ვისთან შედიან კონფრონტაციაში", — განაცხადა აკაკი ბობოხიძე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტზე განიხილება საქართველოს პროკურატურის მომართვა ნაციონალური მოძრაობის ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვის მოთხოვნაზე. ნიკა მელია დეპუტატია მას იმუნიტეტი იცავს. პროცედურულად, საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ უნდა მიიღო. თუმცა, ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დეპუტატების სრული ოდენობის 1/3-ს.

საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.