ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ შუამავალი გაუგზვანა და შეხვედრის სურვილის შესახებ აცნობა. მელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საუბრის დროს თქვა, რომ ეს შუამავალი მათი პარტიის ყოფილი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი იყო.

"პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად", — თქვა მელიამ.

20 ივნისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებასთან დაკავშირებით დღეს, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.