ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა კორუფციის საქმეზე ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ვიცე-მერის მოადგილის გია გულორდავას მიმართ. მსჯავრდებულები, 2018 წლის 1 ნოემბერს დააკავეს, მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე, ქრთამის აღების ბრალდებას არ აღიარებდნდენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 21 500 აშშ დოლარი.

ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. გადადგომიდან ექვსი დღის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის "პროვოკაციის მსხვერპლია და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს". ლაშა გოგია ბოლოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო.