აპლიკაცია Seek ცხოველებისა და მცენარეების გადაღების მოყვარულთათვისაა და ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მას იგივე დატვირთვა აქვს, რაც Shazam-ს მელომანებისთვის. მასაც შეუძლია ფლორისა და ფაუნის უცნობი წარმომადგენლების სახელის ამოცნობა.

აპლიკაციის შემქმნელია iNaturalist — ონლაინ სოციალური ქსელი ბუნების მოყვარულთათვის. ის მიზნად ისახავს დაეხმაროს მსურველებს მის გარშემო არსებული ბუნების კვლევაში.

Seek-ს ამჯერად 30 ათასი სახეობის ინდენტიფიკაცია შეუძლია, რისთვისაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. რაც უფრო მეტი ფოტო აიტვირთება აპლიკაციის ბაზაში, მისი მუშაობა მით უფრო გაუმჯობესდება, რადგან მეტი სხეულის ამოცნობას შეძლებს.

ფოტო: Seek app

ცხოველის ან მცენარის ამოცნობის შემდეგ, Seek-ი მას თქვენს პირად კოლექციაში დაამატებს, დაგაჯილდოებთ და ვიკიპედიის სტატიასაც დაურთავს თან.

ფოტო: Seek app

ფოტო: Seek app

აპლიკაციის გამოსაყენებლად რეგისტრაცია არაა აუცილებელი და ის არც თქვენ მონაცემებს შეინახავს ნებართვის გარეშე, თუმცა იყენებს ლოკაციას, რათა გაჩვენოთ მცენარეები და ცხოველები თქვენს ირგვლივ.

Seek ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემებზე.