2019 წელს ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის სტენლი კუბრიკის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. კუბრიკი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. ის ცნობილია თავისი განსაკუთრებული ხედვითა და კინო-ადაპტაციებით.

The Shining კუბრიკმა 1980 წელს გადაიღო, რომლის თანასცენარისტიც დაიან ჯონსონი იყო. ფილმი სტივენ კინგის 1977 წელს გამოსული ნოველის The Shining-ის ადაპტაციაა და ჰორორის ჟანრში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

ქვემოთ კი The Shining-ის გადასაღებ მოედანზე პოლაროიდით გადაღებულ ფოტოებს შემოგთავაზებთ, რომელთაც თავად კუბრიკი თანამშრომლებთან ერთად იღებდა.