საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი იმ რეზოლუციის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნებასა და მისთვის ყველა ჩამორთმეული უფლების აღდგენას ითვალისწინებს.
"დავტოვეთ დარბაზი და ასე გამოვხატეთ პროტესტი იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა მიიღეს", — განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ
დავით ბაქრაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება შავ ლაქად ამ ორგანიზაციის რეპუტაციაზე და მის სანდოობაზე. მისივე განმარტებით, მათ სცადეს "პროცედურული ომით" რუსეთის დელეგაციისთვის დარბაზში შემოსვლის ხელშეშლა, თუმცა ძირითადი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
"ჩვენ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩემთვის მორალურად მიუღებელია რუსული დელეგაციის ტრიუმფით დაბრუნება იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ყირიმის ანექსიას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ადამიანების გატაცებას, წამებას და მკვლელობას, როგორც ეს იყო ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და სხვა შემთხვევებში. ჩემთვის მიუღებელია იმ დარბაზში რუსეთის ტაშის დაკვრით დაბრუნება მაშინ, როდესაც რუსეთი იღებს ახალ ეკონომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ", — აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციის წევრები გააგრძელებენ მუშაობას უკრაინასთან, ბალტიის ქვეყნებთან, აღმოსავლეთ ევროპასთან და ყველა იმ დეპუტატთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოში აგრესორის და ოკუპანტის დაშვება მიუღებელია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას.
რეზოლუციას მხარი 118 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 62, ხოლო თავი შეიკავა 10-მა ადამიანმა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა.
გარდა ამისა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილი არ არიან, ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადი ახლა შეიტანონ. როგორც ცნობილია, რუსეთი განაცხადის გაკეთებას აპირებს.
ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.
ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეუძლიათ იყვნენ PACE-ში მომხსენებლები, სხვა ქვეყნებში დააკვირდნენ არჩევნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარადგენდნენ. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები