საქართველოში მცხოვრები ამერიკელი დიპლომატი, ჯულიუს ცაი ამბობს, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის საქართველოში გატარებული დრო ძალიან ძვირფასია. საქართველოზე დიპლომატების შთაბეჭდილებას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

"ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები. ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ლანდშაფტების ფონზე ისწავლეს. ბორჯომში ლაშქრობაზე წავედით და დავაგემოვნეთ წყლები. ვისიამოვნეთ ბათუმის ბულვარით. კახეთში, სიღნაღის ჯადოსნური ბილიკები მოვიარეთ. ზუგდიდში მეგრული სამზარეულოს არაჩვეულებრივი არომატებით დავტკბით. ეს სია უსასრულოა.

თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ის გულითადი მასპინძლობაა, რომლითაც მიგვიღეს ახალმა მეგობრებმა, კლასელებმა და კოლეგებმა თბილისსა და მთელ საქართველოში. საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება. საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე და ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა", — ამბობს ჯულიუს ცაი.

ფოტო: აშშ-ს საელჩო საქართველოში

ფოტო: აშშ-ს საელჩო საქართველოში

რუსეთის მიერ რუსული ავიახაზებისთვის საქართველოს მიმართულებითა და ქართული ავიახაზებისთვის რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის შემდეგ მოქალაქეები გაერთიანდნენ. ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი, რომლის მიზანი გაზარადოს და უცხოელებს გააცნოს საქართველოს ტურისტული პოტენციალი. ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანები კი მოუწოდებენ ტურისტებს საქართველოს ეწვიონ.