პარლამენტის დეპუტატი და მართველი გუნდის ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტის გარდა სხვა ადგილას ჩატარებულიყო.

"ხალხში მიდის ღადაობა, მადლობა მართლმადიდებლობას, რომ მოგვცა პროპორციული არჩევნებიო, მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი. ეს გვინდოდა? ეს გაუთავებელი შეცდომების ჯაჭვის შედეგი, რომელიც ბოლო ერთი წელია ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ძალან საწყენია ეს. მე მჯერა, რომ ეს იყო პროვოკაცია. მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ გაფრთხილებდათ ოპოზიციის ის ფრთა, რომელმაც ეს ყველაფერი ააგორა, რომ არ ჩატარებულიყო ეს ასამბლეა თბილისში, მით უმეტეს ამ დარბაზში", — განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.