20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ საქართველოს პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. დღეს პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

პარლამენტში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს პარლამენტის გარე პერიმეტრზე მდებარე ხელოვნურ ბარიერებთან ამოწმებენ და მხოლოდ მაშინ უშვებენ, როცა შიდა ტერიტორიიდან დასტურს მიიღებენ. დაცვა განმარტავს, რომ საშვთა ბიურო და საშვების სენსორი არ მუშაობს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ბოლო დღეებია პარლამენტში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. მათივე თქმით, შესვლა აკრძალული არ არის და ყველა აკრედიტებულ წევრს შესვლის საშუალება აქვს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge