მე იტალიელი ვარ, მექსიკელი, კენიელი, ავსტრალიელი, ამერიკელი და მე ვიცი, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული — ამ სიტყვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მხარდასაჭერად ამბობენ. ვიდეორგოლში, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს ათეულობით ადამიანი ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და არა შენი საკუთრება. რუსეთო, მსოფლიო გუყურებს", — ამბობენ ისინი.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ტურისტული ემბარგო გამოიყენა არაერთი ადამიანი საქართველოდან და მსოფლიოდან ცდილობს გააპროტესტოს რუსული ოკუპაცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს.