2 ოქტომბერს, საქართველოს მწერალთა სახლში, ლევან ბერძენიშვილი 10 საათიან, უწყვეტ ლექციას წაიკითხავს, რომელიც დილით 11 საათზე დაიწყება და 21 საათზე დასრულდება.

ლექცის თემა იქნება, ადამიანის ჩამოყალიბება მსოფლიო ლიტერატურაში, გილგამეშიანი, დაო დე ძინი, ილიადა, ოდისეა, ძველი ბერძნული ტრაგედია, ვერგილიუსი, ნიზამი, რუსთაველი, დანტე, სერვანტესი, შექსპირი და გოეთე ერთ ათსაათიან ლექციაში გაერთიანდება.

„ენქიდუდან - ალუდამდე - ადამიანის ჩამოყალიბება, ანუ ფილოგენეზი მსოფლიო ლიტერატურაში. ამას მინიმუმ ათი ლექცია სჭირდება, რომლებსაც მე ვაერთიანებ და ერთ, 10 საათიან ლექციაში ვატევ. ლექცია განსაკუთრებული იქნება იმით, რომ მსმენელს ნებისმიერ დროს შეეძლება ჩართვა და მთავარ აზრს იგი მაინც გამოიტანს. ლექტორის ინტერესიც მაქვს - საკუთარი თავიც მინდა გამოვცადო და ჩემი მსმენელიც. არ ვიცი რა მოხდება მეოთხე, მხუთე საათზე, იქნებ რაიმე ახალი იდეა მომივიდეს დამძიმებულ თავში“, ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მათთვის კი ვინც ლექციაზე დასწრებას ვერ მოახერხებს მწერალთა სახლიდან პირდაპირი ჩართვა იქნება, მოგვანებით კი ბერძენიშვილის ლექციის ჩანაწერიც დაიდება.