მას შემდეგ, რაც ქართველების სამართლიანი პროტესტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს "დასჯა" გადაწყვიტა და რუსულ ავიაკომპანიებს ქვეყნის მიმართულებით ფრენები აუკრძალა, ფეისბუქზე ჯგუფი გამოჩნდა Spend your summer in GEORGIA (გაატარე ზაფხული საქართველოში).

შექმნიდან სამ დღეში, ჯგუფს 125 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. უფრო ზუსტად, ამ წუთის მონაცემებით — 125 940. საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა კი ჯგუფში ყოველ წამს იზრდება.

მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჯგუფში საქართველოზე წერენ და ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამენ.

ამავე თემაზე: