როგორ შევარჩიოთ საუკეთესო დომენური სახელი?
დომენი უნიკალური ელქტრონული მისამართია, რომელიც ვებ–გვერდს ინტერნეტ სამყაროში ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ვებ–გვერდის მფლობელებისთვის დომენი ერთგვარი პირველი შთაბეჭდილებაა მომხმარებელზე. შესაბამისად, საუკეთესო დომენური სახელის შერჩევა ერთ–ერთი ყველაზე აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული ვებ–გვერდის შექმნისთვის.
ამიტომ, სანამ დომენს დაარეგისტრირებთ, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს მიაქციოთ ყურადღება:
იფიქრეთ, როგორც მომხმარებელმა
თქვენი ბრენდისთვის ყველაზე შესაბამისი დომენის მოფიქრებისას ძალიან დაგეხმარებათ თუ ვერსიებს მომხმარებლის თვალით შეხედავთ. რა ტიპის სახელები შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენი საქმიანობის სფეროს და მათგან რომელია ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელი? რომელი მათგანი გამოხატავს ყველაზე კარგად და ორიგინალურად თქვენს ბრენდს?
აქციეთ თქვენი დომენი ბრენდად
რეალურ ცხოვრებაში ადამიანები წარმოდგენებს ერთმანეთზე პირველივე შეხვედრისას ვიქმნით. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს ციფრული სამყაროც და სწორედ ამიტომ, ეცადეთ დომენის სახელმა მაქსიმალურად ბევრი თქვას თქვენს საქმიანობაზე, ღირებულებებსა და მისიაზე.
დაარეგისტრირეთ თქვენი სახელის ყველა შესაძლო ვერსია
როგორც წესი, საქართველოში ბრენდისთვის სახელის ერთ ან ორ ვერსიას ირჩევენ მაშინ, როცა მსოფლიო პრაქტიკით კომპანიები ათეულობით დომენს არეგისტრირებენ თავიანთი ბრენდის ქვეშ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დომენის სახელი თავის მფლობელს მთელს ინტერნეტ სამყაროში წარმოადგენს და მისი ყველა შესაძლებელი ვერსიის ფლობა ძალიან საჭიროა. კარგი იქნება თუ მოიძიებთ ინფორმაციას თქვენი ბრენდის სახელის პოტენციური ბეჭდვითი შეცდომებისა და მიმსგავსებული ვერსიების შესახებ და ეცდებით, რომ თითოეული მათგანი თქვენ გეკუთვნოდეთ.
იმედი გვაქვს, ეს ზოგადი ინფორმაცია და რჩევები მიმართულებას მოგცემთ საუკეთესო და თქვენს საქმიანობაზე მორგებული დომენის შერჩევაში. ვებ–გვერდის დარეგისტრირებისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები