პატრიოტთა ალიანსის წევრი, გიორგი ლომია ამბობს, რომ პარტია მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს. ამის შესახებ დეპუტატმა On.ge-ს განუცხადა.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა TASS-მა გაავრცელა.

მისი ცნობით, დეპუტატები გეგმავენ, პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრონ. მისივე თქმით, "გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული".

პატიოტთა ალიანსის დეპუტატები მოსკოვში ვიზიტით არაერთხელ წასულან.