"არ ვხედავ", — ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა შს მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხს.

მისივე განცხადებით, მძიმეა, რომ შეუძლებელი გახდა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების თავიდან აცილება. ჩუგოშვილი ამბობს, რომ ძალის გამოყენების შემთხვევებს, სადაც იყო არაპროპორციულობა, უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს ასეც იქნება.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის პასუხი არის ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება.