რუსული სახელისუფლებო მედია НТВ გამოეხმაურა ქართველი ფეხბურთელების ანტიოკუპაციურ მაისურებს და მას ანტირუსული დემარში უწოდა.

რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი კომენტარებში წერს, რომ ამ ჟესტის გამო ქართველი ფეხბურთელები დისკვალიფიკაციას იმსახურებენ. მსგავსი აზრი გაავრცელა რუსმა დეპუტატმაც და FIFA-ს მოსთხოვა, რომ ანტისაოკუპაციო მაისურის გამო ქართველი ფეხბურთელები დასაჯოს.

НТВ-ს მაყურებელთა ნაწილი კომენტარებში იმუქრება და საქართველოს "რუსეთის ერთგულების" ღალატში ადანაშაულებს.

"დაგავიწყდათ როგორ ითხოვდით 200 წლის წინ რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოფნას თურქებისა და სპარსელებისგან გადასარჩენად. მოკლე მეხსიერება გაქვთ", — წერს ერთ-ერთი მოხმარებელი

კომენტარებში უხვად ავრცელებენ რუსულ პროპაგანდისტულ იდეებსაც. მათ შორისაა:

"აფხაზეთში და ოსეთში ომი მოაწყეთ, ჩვენი მშვიდობისმყოფელები მოკალით და კიდევ რუსეთია დამნაშავე. ნამუსი არ გაქვთ, ტყუილია".