თურქეთის ქალაქ სტამბოლში მერის განმეორებით არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პარტიის კანდიდატი ისევ დამარცხდა. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის მერი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ეკრემ იმამოგლუ გახდება.

ერდოღანის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ნიბალი ილდირიმმა დამარცხება უკვე აღიარა. მან იმამოგლუს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. თვითონ იმამოგლუმ აღნიშნა, რომ მისი წარმატება მთელი ქალაქის გამარჯვებაა და ერდოღანთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოაცხადა.

თურქეთში თვითმმართველობის არჩევნები მარტში ჩატარდა. მაშინ ერდოღანის პარტია სტამბოლსა და ანკარაში დამარცხდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის შედეგები გააუქმა და თქვა, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი არ იყო სახელმწიფო მოხელე და პროტოკოლების ნაწილი ხელმოუწერელი იყო.