ანსამბლი შავნაბადა საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიას შეუერთდა და ჩამოსულ ტურისტებს ტრადიციულ მუსიკაში უფასო მასტერკლასებს სთავაზობს.

"დაინტერესებულო ძვირფასო სტუმრებო მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე! გელოდებით!" — წერს ანსამბლი ფეისბუქგვერდზე.

რუსეთის მიერ რუსული ავიახაზებისთვის საქართველოს მიმართულებითა და ქართული ავიახაზებისთვის რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის შემდეგ მოქალაქეები გაერთიანდნენ. ფეისბუქჯგუფუის შემქნელთა მიზანი საქართველოში რეალური ტურისტების მოწვევაა.

"კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia", — აღნიშნავენ ჯგუფის შემქმნელები.

ამავე თემაზე: