პარლამენტთან შეკრებილმა აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისისკენ მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყეს. ისინი აპირებენ, რომ აქცია მმართველი პარტიის სათავო ოფისთან გააგრძელონ. მსვლელობას აქტივისტები სტვენითა და შეძახილებით აგრძელებენ და გახარიას გადადგომას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და 21 ივნისს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

უკვე მესამე დღეა აქცია სახელწოდებით #სირცხვილია პარლამენტის შენობის წინ იმართება. აქციები 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის მოჰყვა. რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში თავდჯომარის სავარძელი დაიკავა, რასაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. 20 ივნისს აქციაზე მისული ადამიანები, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცავებმა დაშალეს. აქციები 21 ივნისს განახლდა და ამ წუთამდე გრძელდება.