ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გადააყენა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე. მერის თქმით, მისთვის მიუღებელია ის პოზიცია, რომელიც ხუციბერიძემ გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული მოქალაქეების მიმართ.

"მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან", — წერს ჭიღვარია ფეისბუქზე.

ნუგზარ ხეცუბერიძემ პარლამენტთან აქციის დაშლის შესახებ დაწერა, რომ პოლიცია "არეულ ბრბოში" ვერ განსაზღვრავდა ვის მოხვდებოდა ტყვია. "ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტრ**ში", — წერდა ის.

ფოტო: რეზონანსდეილი

პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა. საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი.

სპეცრაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.