თბილისის მერიის ორგანიზებული გარბენი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მარათონი 23 ივნისს უნდა გამართულიყო და ის თბილისი პრაიდის ღირების მარშს ემთხვეოდა.

მერიაში ღონისძიების გადადების მიზეზად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ასახელებენ. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება გარბენი.

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული მარათონის გადადებას წინ უსწრებდა თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის გადადება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა აქცია იმართება.