საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენებს აუკრძალავენ. ინფორმაცია რუსული გამოცემა TASS ავრცელებს. როგორც გამოცემას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში უთხრეს, შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდება.

ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ავიაკომპანიებს ფრენები რუსეთის მიმართულებით აღდგება მას შემდეგ, რაც დადასტურდება საავიაციო უსაფრთხოება და საქართველო სანავიგაციო მომსახურებისთვის დაგროვებულ დავალიანებას გადაიხდის. სამინისტროს თქმით, საქართველოს მხარეს 792 543,19 აშშ დოლარისა (2 195 344,61 ლარი) და 592 251,95 (25 999,02)რუსული რუბლის ოდენობის დავალიანება აქვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ დავალიანება ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა და მას შემდეგ არ გადაუხდია.

გუშინ, 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.