"ქირავდება კეთილმოწყობილი თარო 54 ბოთლ ცივ ჩაიზე! ლუდები და გაზიანი სასმელები ნუ გამოგვეხმაურებით" — აღნიშნული განცხადება სავაჭრო ობიექტებში, თაროებზე გამოჩნდა და მომხმარებლის ინტერესის საგნად იქცა.

მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე და პირობებს პირადად გაეცნონ.

ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და აღნიშნულ ნომერზე (032 2 80 00 00) დავრეკეთ. დარეკვის შემდეგ მოვხვდით მამიასთან, რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ დამატებითი დეტალები გაგვაცნო.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კომპანიის მარკეტინგული კამპანიის ნაწილია ეს განცხადება, თუმცა მარტივად მისახვედრია, რომ საუბარია ცივ ჩაიზე, რადგან ეს განცხადებაშიც ნახსენებია.

იქნება თუ არა ეს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კომპანია თუ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება, ამას მომდევნო დღეებში გავიგებთ.