რა არის დომენის ტრანსფერი?

ტრანსფერი გულისხმობს დომენის ერთი რეგისტრატორისგან მეორესთან გადატანას. .GE დომენურ ზონაში განხორციელებული რეფორმის თანახმად კავკასუს ონლაინი დომენის ადმინისტრატორი კომპანიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აღარ დაარეგისტრირებს დომენებს და ამ ფუნქციას კავკასუს ონლანის მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები შეასრულებენ. თითოეული რეგისტრანტი უფლებამოსილია თავისი სურვილის შესაბამისად აარჩიოს რეგისტრატორი კომპანია, ხოლო, თავის მხრივ, რეგისტრატორები კი ცდილობენ მომხმარებელს საუკეთესო სერვისი შესთავაზონ.

ტრანსფერის პროცედურა

დომენური სახელის მფლობელი უფლებამოსილია აირჩიოს ერთ-ერთი რეგისტრატორი კომპანია, რომელთანაც დაატრანსფერებს დომენურ სახელს. სატრანსფერო კოდის მიღება შესაძლებელია რეგისტრატორის ვებ–გვერდზე პირადი პროფილიდან, ხოლო კავკასუს ონლაინიდან ტრანფერის შემთხვევაში კი საიტზე – www.nic.ge

თუ დომენური სახელის მფლობელს ჯერ კიდევ არ აქვს პროფილი, მისი შექმნა შესაძლებელია ამავე ვებ–გვერდებიდან.

რა ღირს დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი უფასოა. რეგისტრანტი იხდის მხოლოდ რეგისტრატორის მიერ დომენით სარეგბლობისათვის დადგენილ ერთ წლიან საფასურს და სარგებლობის ვადა, შესაბამისად, ერთ წლიანია.