მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია "ნუ მესვრი!" მოაწყვეს. ისინი 20 ივნისის აქციის დროს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.

აქციაზე მათ დაზარალებული ჟურნალისტების ფოტოები მოიტანეს. ისინი სკანდირებდნენ უსტვენდნენ და "ნუ გვესვრით".

ბოლო მონაცემებით, აქციის დაშლის დროს 33 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან დიდი ნაწილს რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი. მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად მათი ჟურნალისტად იდენტიფიკავიისა, სამართალდამცავები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ტყვიებს ესროდნენ. დაშავებულებს შორის არიან On.ge-ს ჟურნალისტებიც.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

აქციის მონაწილეებმა მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც იმ სამართალდამცავების გამოვლენას ითხოვენ, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. მათ დაშავებული ჟურნალისტების სახელები და გვარები ამოიკითხეს. ეს მიმართვა მათ შს მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე სამინისტროს კანცელარიაში ჩააბარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მედიის წარმომადგენლებმა პრკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს. აქ უკვე აქციის მონაწილეები "გამოიძიეს" ყვიროდნენ.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge