Stranger Things-ის მესამე სეზონის პრემიერამდე ორი კვირაა დარჩენილი. ნეტფლიქსი ახალი სეზონის ფინალურ სამ წუთიან ტრეილერს ავრცელებს, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა შეიძლება დატრიალდეს ქალაქ ჰოუკინსში.

ბანდა სრული შემადგენლობით ისევ ერთადაა: ილევენი, მაიკი, ლუკასი, მაქსი, ვილი და დასტინი. თუმცა, ამჯერად მათ წინ უფრო დიდი ბრძოლა ელით ბოროტი მონსტრების შესაჩერებლად.

"მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ ისინი," ამბობს მაიკი

ტრეილერი იურიული პარკის მსგავსი სცენებით მთავრდება, სადაც გმირები უჩინარ მონსტრს ემალებიან, შემდეგ ეკრანი შავდება და მაყურებელს მონსტრის ხმა ესმის.

ნეტლიფქსმა მაყურებლის მოსამზადებლად ახალი სეზონის მოკლე აღწერაც გამოაქვეყნა:

მოქმედება 1985 წლის ზაფხულში, ფიქციურ ქალაქ ჰოკინსში (ინდიანას შტატი) ვითარდება. არდადეგებია და ქალაქში ახალი მოლი გაიხსნა. ჰოუკინსის ჯგუფი (მთავარი გმირები) უკვე გარდატეხის ასაკში არიან. ჯგუფის დინამიკა იცვლება და მათ უნდა მოახერხონ ზრდასრულ ასაკში ისე გადასვლა, რომ ერთმანეთი არ დაკარგონ. როდესაც ქალაქს ძველი და ახალი მტრებისგან საფრთხე ისევ ემუქრება, ილევენი და მისი მეგობრები ხვდებიან, რომ ბოროტება არასოდეს სრულდება. პირიქით, ის ვითარდება. ისინი ისევ ერთად უნდა შეიკრან, იმისათვის, რომ გადარჩნენ და ახსოვდეთ, რომ მეგობრობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე შიში.

მესამე სეზონის პრემიერა 4 ივლისს არის დაგეგმილი.

Stranger Things ემის 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც 6 მოიგო. ახალი სეზონი ემის დაჯილდოების დასრულებიდან მალევე იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ემის 2020 წელს გამართულ ცერემონიაზეც მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ სერიალს ასევე მოგებული აქვს ოქროს გლობუსის ოთხი ნომინაცია.