ვიდეო: ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი - მომაჯადოვებელი ტრეილერი
პოტერჰედებო, როულინგის ფანებო და ფენტეზის სამყაროს მოყვარულებო, თვალები ფართოდ გაახილეთ, კომფორტულად მოკალათდით და მოემზადეთ - ჯადოსნური ცხოველები გიახლოვდებიან.
ახალი ტრეილერი გამოვიდა!
ჯადოქრობა, რომელიც აქამდე ჰარი პოტერშიც კი არ შეგხვედრიათ, ჯადოსნური ცხოველები, რომლებზეც აქამდე არც კი გსმენიათ და ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც არაერთ გენიალურ ფილმში გინახავთ, თქვენთვის როულინგის წიგნს, ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი გააცოცხლებენ.
ეს ყველაფერი კი ძალიან მალე, 18 ნოემბერს მოხდება.
მათთვის, ვისაც ჯერ არ სმენია, ასეთების არსებობის არ გვჯერა მაგრამ მაინც, მოკლე მიმოხილვა:
სიუჟეტი არც ჰოგვორტსში ვითარდება, არც ლონდონში და არც მრუდე ქუჩაზე. ფილმი ნიუ-იორკის ჯადოქრული სამყაროს ისტორიას გვიამბობს. მოვლენები ჰარი პოტერის დაბადებამდე 70 წლით ადრე ვითარდება. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალი ნიუტ სკამანდერია. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ფილმის რეჟისორი როულინგზე არანაკლები ჯადოქარი დევიდ ეითსია. დიახ, სწორედ ის დევიდ ეითსი, რომელმაც ემა ვოტსონი, დენიელ რედკლიფი და რუპერტ გრინი დაამტკიცა თქვენთვის საყვარელი გმირების როლებზე.
Warner Bros-მა მაყურებლისთვის მსუყე ტრეილერი გაიმეტა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრეილერი ინფორმაციულია. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბასილისკო და არაგოგი საშიში ურჩხულების სიაში პირველობას მაშინვე დაკარგავენ, როგორც კი ეს ფილმი ეკრანებზე გამოჩნდება. ისიც შესაძლებელია, ვოლდემორისა და დამბლდორის შერკინებამაც დაკარგოს პირველობა ყველაზე მომაჯადოებელ ჯადოქრულ დუელებში (ისედაც სადავო იყო გრინდევალდთან შერკინების გამო) და მეორე ადგილზე გადაინაცვლოს. ამის თქმისას მეტი სიფრთხილე მმართებს, მაგრამ არის შანსი, გოგოების გული დენიელ რედკლიფზე მეტად ედი რედმეინმა მოიგოს. გაწეწილი თმით, თხელი აღნაგობით და თავგადასავლების სიყვარულით ეს პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰარი პოტერს. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - ედი რედმეინს იმდენად არ გაუმართლა, რომ ემა ვოტსონს და რუპერტ გრინს მეგობრად მიეღოთ. მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ ისიც კარგ გარემოცვაში მოხდა - კოლინ ფარელი, ეზრა მილერი, ჯონ ვოიტი, დენ ფოლერი და სხვა ცნობილი თუ ახალბედა შემსრულებლები თქვენთვის ეკრანზე შთამბეჭდავ პერსონაჟებს გააცოცხლებენ.
ტრეილერს კარგად მოუსმინეთ? მაშინ აუცილებლად მოკრავდით ყურს ნაცნობ მელოდიას. პოტერის შრიფტად წოდებული ფონტებიც მოგხვდებოდათ თვალში. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ფილმმა პოტერჰედებთან კავშირი არ დაკარგოს და ხაზი გაუსვას, რომ ეს ფილმი, ისევე როგორც წიგნი, სწორედ მათთვის და მათი თხოვნით შეიქმნა. ეს ლოგიკურად მაღალი რეიტინგის გარანტიაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც როულინგის ახალი წიგნისა და სპექტაკლის პრემიერამ ინგლისში რეკორდული შედეგი აჩვენა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები