დომენი უნიკალური ელექტრონული მისამართია, რომლის საშუალებითაც თქვენი ვებ გვერდი ინტერნეტ სივრცეში იძებნება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ დომენის თავდაპირველ მფლობელს სურს საკუთარ სახელზე დარეგისტრირებული ვებ–გვერდის მისამართი სხვას გადასცეს.

მანამ, სანამ კავკასუს ონლაინის მიერ რეფორმა გატარდებოდა, დომენის გადაცემა შეუძლებელი, და მეტიც, აკრძალული იყო. ასეთი სურვილის შემთხვევაში მფლობელს უნდა გაეუქმებინა დომენის რეგისტრაცია რათა სხვას შეძლებოდა მისი ფლობა.

ქართულ დომენურ სივრცეში ძირეული ცვლილებების განხორციელების შედეგად დომენის გადაცემის პროცედურა დასაშვები, მარტივი და კომფორტული გახდა.

დომენის გადაცემის პროცესი თავდაპირველი მფლობელის სახელის ახლით შეცვლას გულისხმობს. ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

  • რეგისტრატორი უფლებამოსილია თავდაპირველ და ახალ მფლობელებს მოსთხოვოს წერილობითი ან ელექტრონული დასტური, რომლის მიხედვითაც აშკარა იქნება მიმღების ნება, რომ დომენი დარეგისტრირდეს მის სახელზე და ასევე თავდაპირველი მფლობელის ნება, რომ დომენი სხვას გადაეცეს;
  • დომენის გადაცემის პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს საკანონმდებლო დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • ადმინისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრატორს, ასევე, რეგისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას დომენის მფლობელს მის გადაცემაზე, თუ ამ სახელთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყეტილება ჯერ არ არის ცნობილი;

დომენთან დაკავშირებული სხვა ცვლილებებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.