საქართველოს პარლამენტის წინ სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით შუშხუნა ისროლეს.

ადგილზე მდგომარეობა დროდადრო იძაბება.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა. საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების ჩამოსვლა და ოკუპაციის გაპროტესტება დაიწყეს. მოგვიანებით ოპოზიციამ შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ადგილზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა, აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება ამ დრომდე მიმდინარეობს.