საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცრემლსადენი გაზით მიყენებული დაზიანებების გარდა, სხვა რა პრობლემები აქვთ დაშავებულებს ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.