სპეცრაზმელები უკვე ერთი საათია, რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით არბევენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმეჯერ დატოვეს პარლამენტის ტერიტორიაა სროლის დროს, თუმცა მალევე დაბრუნდნენ ადგილზე.

რამდენიმე წუთის წინ მათ ცრემლსადენი გაზის გაშვების დროს საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ისინი სკანდირებენ "საქართველო".

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.