ლევან გოგიჩაიშვილი, ვატო შაქარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი აქციიდან გააძევეს
პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, საკრებულოს წევრები ვატო შაქარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან გააძევეს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვატო შაქარაშვილმა თქვა, რომ როგორც საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ისე ქართველი ხალხის პროტესტი არის ოკუპირებული ნაციონალური მოძრობის მიერ. ამ სიტყვებს სტვენა და შეძახილები მოჰყვა რის შემდეგაც შემდეგ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი აქციიდან გააძევეს.
ლევან გოგიჩაიშვილმა აქციის დატოვების შემდეგ კითხვაზე მისი მოყვანილია თუ არა ბიძინა ივანიშვილი უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი გაგდებულია. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილი ვინც არ არის ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ უბრალოდ მივიდა და თავისი სათქმელი თქვა. ლევან გოგიჩაიშვილი თვლის,"მთავარია რა იქნება ხვალ, მთავარია გადადგეს კობახიძე".
"ვატო შაქარაშვილმა თავისი აზრი დააფიქსირა, უთხრა რასაც ფიქრობს ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს იყო და ეს. ეგზარტირებული ბრბო ხომ იცით როგორც არის, მათ თუ ჰგონიათ, რომ არ ვიცით ვინ არიან, როგორ არიან, იქ არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. თავდასხმა იყო, უბრალოდ ახლა გამოგდება რა, ჩვენ ჩვენს პროტესტს გავაგრძელებთ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე", — თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.
თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა, ვატო შაქარაშვილმა აქციიდან გაძევების შემდეგ აღნიშნა, რომ აქციაზე შეკრებილია ხალხი, რომელსაც ძალადობა სწყურია და განცხადება არც კი დაამთავრებინეს ისე გადავიდნენ ძალადობაზე. მისი თქმით, ისინი ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ასე იქცევიან ახლაც.
"ვაშაძე დგას და აკეთებს ანტირუსულ განცხადებებს და მეორე, ქართული ოცნების ხელისუფლება რომელიც, ყოველგვარი ტანკების, ყოველგვარი იარაღის გარეშე, შემოუძღვა რუსეთს და დასვა საქართველოს პარლამენტში. მან საკუთარი სკამი, ლეგიტიმაცია, მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა მიანიჭა, ჩვენი ნების წინააღმდეგ გადასცა რუსეთს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ისე როგორც გავაგდეთ გავრილოვი რომელთანაც იმაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს რეალურად, ადრესატი არ არის ის, მთავარი ადრესატი არის კობახიძე და ქართული ოცნების ხელისუფლება. კარგია, კიდევ ერთხელ იხილა საზოგადოებამ წლების განმვალობაში მზად ვიყავი მუშტიც მომხვედროდა, დუბინკაც მომხვედროდა, ტყვიაც მომხვედროდა, ისევ მზად ვარ", — აღნიშნა ვატო შაქარაშვილმა.
თბილისის საკრებულოში უმრავლესობა, ქართული ოცნება ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა 11 აპრილს დატოვეს. ისინი პარტიიდან მოსამართლეების თემაზე დაწყებული დაპირისპირების გამო წავიდნენ. იგივე თემაზე აზრთა შეუთანხმებლობის გამო უმრავლესობა 21 თებერვალს ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვა.
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები