რა საპროტესტო აქციებია დაგეგმილი საქართველოში დღეს, 20 ივნისს
დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა. ამასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები თბილისის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს. თუმცა, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, ამ დღეებში კიდევ რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. ჩვენ გაგაცნობთ თუ სად რა შინაარსის აქციები იმართება და ვის მიერ არის ისინი ორგანიზებული.
თბილისი
პოლიტიკური პარტია გირჩის აქცია
- ადგილმდებარეობა: საქართველოს საპატრიარქო
- დრო: 20 ივნისი, 18:00 საათი
"20 ივნისს, 18:00 საათზე, გირჩის წევრები საპატრიარქოსთან შევიკრიბებით. აქციის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იქნება, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს საქართველოში საპატრიარქოს გავლით ატარებს."
სამოქალაქო საზოგადოების აქცია "თავისუფლებისთვის — For Freedom and რუსეთი ოკუპანტია" — სირცხვილია!
- ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის შენობა
- დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი
"რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვება. საჭიროა დროული და დაუყოვნებლივი წნეხი. ვაიძულოთ, რომ შეწყვიტონ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ამიტომ, გამოდი პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე! წამოიღეთ სასტვენები, პლაკატები, დროშები."
ბათუმი
სირცხვილია! (ბათუმი)
- ადგილმდებარეობა: ბათუმი, ევროპის (ერას მოედანი)
- დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი
"მეგობრებო, ქვეყანაში იმყოფებიან რუსი დეპუტატი გავრილოვი და კიდევ რამოდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, დღეს ევროპის (ერას) მოედანზე შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინაწინააღმდეგ. გელით საღამოს 7 საათზე. დავდგეთ ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი!"
ქუთაისი
არა რუსეთს
- ადგილმდებარეობა: ქუთაისი, მესხიშვილის თეატრი
- დრო: 19:00 საათი
"მეგობრებო არ ვჩერდებით, არ ვაპირებთ გაჩერებას, ყველას მოგიწოდებთ ვისთვისაც კი ღირებულია ეს ქვეყანა, ვინც ცდილობს ქვეყნის ღირებულებების დაცვას, ყველამ უნდა გააიგივოს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ოკუპანტების ადგილი არ არის ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონდებლო ორგანოში. დავანახოთ რუსეთს, რომ ისინი არიან ოკუპანტები და ჩვენ ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას."
თელავი
სირცხვილია! (თელავი)
- ადგილმდებარეობა: თელავი, ერეკლე მეორის მოედანი (ძეგლთან)
- დრო: 20 ივნისი, 18:00
"მეგობრებო, ქვეყანაში იმყოფებიან რუსი დეპუტატები გავრილოვის მეთაურობით, რამოდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი.
დღეს, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, ძეგლთან (ბურჯთან) გელით საღამოს 6 საათზე ვისაც გაქვთ დრო და თვლით, რომ უნდა მიიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა!"
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები