ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ბავშვებისთვისაც ზაფხული წლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერიოდია, რადგან სწორედ ამ დროს იწყება არდადეგები.

რა თქმა უნდა, დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ "თავისუფლების" რამდენიმე თვე ბავშვებმა ნაყოფიერად გაატარონ და დრო მათთვის სასარგებლო აქტივობებსაც დაუთმონ.

წაიკითხეთ 10 რჩევა თუ, როგორ გავატარებინოთ ბავშვებს არდადეგები ნაყოფიერად:

1. დასვენება და ძალების აღდგენა

ფოტო: Tania Yakunova

როგორც უკვე ვთქვით, ბავშვებისთვის დასვენება და ნაყოფიერი სასწავლო წლის შემდეგ ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

კარგი იქნება, თუ მათ დასასვენებლად მთაში, ან ზღვაზე წავიყვანთ და გარემოსა და ჰაერის გამოცვლის საშუალებას მივცემთ.

2. მეტი ფიზიკური აქტივობა

ფოტო: Ben Ibbotson

დასვენებასთან ერთად, ბავშვების ფიზიკურ აქტივობებზე ზრუნვაც ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ. კარგი იქნება, თუ ისინი დაკავდებიან სპორტით.

ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერად, ფეხით სიარული, ცურვა, ვარჯიში — ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რითიც თქვენი შვილები დიდი სიხარულით დაკავდებიან.

3. პიკნიკი ბუნებაში

ფოტო: Parkinson Studio

სუფთა ჰაერი, ლამაზი ხდები, გემრიელი საგზალი — ეს მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რათა ბავშვებმა ერთი იდეალური ზაფხულის დღე გაატარონ და თქვენთან ერთად დაუვიწყარი პიკნიკი მოაწყონ.

4. გამოფენები და მუზეუმები

ფოტო: Joakim Areschoug

თუ ქალაქიდან გასვლას ჯერ ვერ ახერხებთ, ან ოდნავ მოგვიანებით გეგმავთ, არა უშავს, არდადეგებზე დროის ნაყოფიერად გატარება ქალაქშიც მარტივადაა შესაძლებელი — დაგეგმეთ ბავშვებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო გამოფენების, ან მუზეუმების მონახულება, სადაც პატარები უამრავ საინტერესო გაიგებენ, ისწავლიან.

5. უცხო ენები

ფოტო: Sumit Balia

არდადეგები საუკეთესო პერიოდია უცხო ენებში საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად. ბავშვებს უკვე საშუალება აქვთ, არა მხოლოდ ერთი ან ორი საათი დაუთმონ ინგლისურის, გერმანულის, ესპანურის, ან რომელიმე სხვა უცხო ენის სწავლას, არამედ რამდენიმე საათის განმავლობაში უყურონ ფილმებს სასურველ ენაზე, ისაუბრონ თქვენთან და გააუმჯობესონ პრაქტიკა.

6. გასართობი, ან დოკუმენტური ფილმები

ფოტო: Boger

თავისუფალი დროის გასაყვანად ასევე ძალიან ნაყოფიერი იქნება სხვადასხვა საინტერესო თემაზე გასართობი, მაგრამ ასევე დოკუმენტური ფილმების ყურებაც, — ბავშვები ხომ მეტს გაიგებენ მეცნიერების, ველური ბუნების თუ კოსმოსის შესახებ.

7. შემეცნებითი თამაშები

ფოტო: Wiley

ბავშვებს ძალიან უყვართ თამაში. მშობლებს კი ძალიან უყვართ, როდესაც მათი შვილები საკუთარ შესაძლებლობებს, ნიჭსა და უნარებს ავლენენ და აუმჯობესებენ ხოლმე.

სწორედ ამიტომ, დააინტერესეთ პატარები სხვადასხვა შემეცნებითი თამაშებით, სადაც სიტყვების გამოცნობა, გამოტოვებული ასოების ჩასმა, თავსატეხის ამოხსნა და საინტერესო კითხვებზე პასუხების ძებნაა საჭირო.

8. გემრიელი სადილის მომზადება

ფოტო: Anna Gensler

დაეხმარეთ ბავშვებს გემრიელი კერძის მომზადებაში და შემდეგ ოჯახური სადილიც მოაწყვეთ. ნახავთ, ეს საუკეთესო გზა იქნება, რომ მათ ჯანსაღი პროდუქტებისა და საკვების მიმართ მეტი ინტერესი გაუჩნდეთ და შეიყვარონ.

9. საინტერესო წიგნები

ფოტო: William Kesling

დასვენების, პიკნიკებისა და თამაშების პარალელურად, რა თქმა უნდა, კითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიეცით უფლება ბავშვებს, რომ რაც მათ აინტერესებთ ის წაიკითხონ.

თუ წიგნების ყიდვას გეგმავთ და არჩევანის გაკეთება გიჭირთ, ბავშვებს ხომ ძირთადად მოთხრობები, და სათავგადასავლო წიგნები უყვართ?!

10. დაგეგმვა

ფოტო: TQMs

არდადეგების მიწურულს მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვაც და ამ პროცესში ბავშვების ჩართვაც მნიშვნელოვანია. ჰკითხეთ და მათთან ერთად გადაწყვიტეთ თუ რომელი სპორტი აინტერესებთ, ან რომელ საგნებში სჭირდებათ დამატებით მომზადება.